Wednesday, July 16, 2014

ტრენინგის მე-9დღე

დღეს შევაჯამეთ მთელი განვლილი მასალა. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. გავეცანით ჯგუფში მონაწილე პედაგოგების პროექტების პრეზენტაციას. ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რადგან პროექტებით სწავლება დღეს ძალიან აქტუალურია.მოსწავლეებისთვის ბევრის მიმცემი,მასში აქტიურად არიან ჩართულნი თვითონ და უმუშავდებათ სხვადასხვა საჭირო და აუცილებელი უნარები. შევიძინე კომპიუტერთან მუშაობის სხვადასხვა უნარები,რომელიც აუცილებლად გამომადგება მომავალ სასწავლო საქმიანობაში. უღრმესი მადლობა ტრენერს.

ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია

Tuesday, July 15, 2014

ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

მუსიკალური საკრავები

ტრენინგის მე-8 დღე

   შევაჯამეთ წინა დღე.
  გავეცანი,მასწავლებლის როლს,როგორც ფასილიტატორი,ასევე  სწავლების დიფერენციების მასალებს.
  ეს საშუალებას მომცემს პროექტის მსვლელობის დროს სწორად შეურჩიო მოსწავლეებს აქტივობები.
მადლობა ტრენერს

Monday, July 14, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

     დღევანდელი დღე დაიწყო წინა მასალის შეჯამებით.
გავეცანით თვითოეულის საშინაო დავალებას,გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები.
დღეს გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,კერძოდ:მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასებას,ეს სტრატეგიები მოსწავლეებს დაეხმარებათ რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.

Saturday, July 5, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

შევაჯამეთ ტრენინგის მე-5 დღე.
მე დღეს გავეცანი მოსწავლის გაზეთის ჩეკლისტს,შაბლონს.სავარაუდო ვარიანტებს.
ვისწავლე დრაივში მუშაობა,კერძოდ ჩვენთვის სასურველი ფოლდერის ან ფაილის ატვირთვა.

ჩეკლისტი

პუბლიკაციის ჩეკლისტი

ბუკლეტი

პროექტის ბუკლეტი

Friday, July 4, 2014

ტრენინგის მე-5 დღე

     მე დღეს გავეცანი თუ როგორ უნდა გამოვიყენო ინტერნეტი სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
  როგორ უზრუნველყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება.
  შევისწავლე და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
  გავეცანი ინტერნეტრესურსებს რომელთაც გამოვიყენებ კვლევაში,კომუნიკაციასა და ტანამშრობლობის პროცესში.
  ვისწავლე ბლოგში მუშაობა,კერძოდ დიზაინის შეცვლა,ფონის დადება.
  მადლობა ტრენერს.

Thursday, July 3, 2014

ტრენინგის მე-4 დღე

შევაჯამეთ ტრენინგის წინა სამი დღე.განვიხილეთ საშინაო დავალებები ერთმანეთის.
დღეს გავეცანი შეფასების დროში გაწერილ გეგმას.განვიხილეთ მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების სხვადასხვა ფორმები.ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა,რომელიც დამეხმარება პროექტის მსვლელობისას.

Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მესამე დღე

      მე დღეს გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმვას.
   განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ჩემთვის ნათლად გახდა გასაგები შინაარსობრივი,თემატურ და ღია კითხვებს შორის განსხვავება.რაც აუცილებლად დამეხმარება მომავალში პროექტების შექმნაში.
        მადლობა ტრენერს!

Friday, June 27, 2014

მეორე დღე

     მე დღეს გავეცანიპროექტის გეგმის შაბლონის,პორტფოლიოს რუბლიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს.შევისწავლე ახალი ტერმინი ჩეკლისტი,რაზეც მთელმა ჯგუფმა ვიხალისეთ.
     ვისწავლე ახალი ბლოგის შექმნა.
   გავეცანით პუბლიკაციის ნიმუშებს.
        დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.